სროლა თბილისის ცენტრში - არსებული ინფორმაციით, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მიმავალ კაცს უკნიდან რამდენჯერმე ესროლეს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.