მორიგი პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე - მიხეილ სააკაშვილი სხდომას სავარაუდოდ, დღესაც ვერ დაესწრება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მესამე პრეზიდენტი პროცესს სავარაუდოდ, ისევ ვერ დაესწრება. 

ამასთან, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი მოსამართლის პასუხი - დაუშვებენ თუ არა კლინიკა "ვივამედში" დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.

"პროცესი შეეხება საზღვრის კვეთის საქმეს, თუმცა წინა პროცესებიდან გამომდინარე და იმ გამოცდილებიდან, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაგვიგროვდა, შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, ვერ შეძლებს დასწრებას დღევანდელ პროცესზეც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. თუმცა, პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს ექსპერტების დაშვების შუამდგომლობის საკითხი, რომელიც დაყენებული იყო წინა სხდომაზე", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი