მკვლელობა შურისძიების მოტივით | ხაშურში 57 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის, ერთ პირს ბრალი წარუდგინეს 

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში 57 წლის კაცის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯ.პ-ს თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა",- ნათქვამია განცხადებაში. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით ( ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სამართალდამცველებმა გ.ბ. 24 მაისს დააკავეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი