სპეცოპერაცია დიდ დიღომში. პოლიციამ ერთ ერთი სახლიდან 20-მდე ადამიანი განყოფილებაში გადაიყვანა და ამ წუთებში მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. ტარიელის ქუჩის 19 ნომერში კი ამ დრომდე სამართალდამცველების მობილიზებაა და კრიმინალისტები საცხოვრებლის ჩხრეკას აგრძელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს - ე.წ. ქოლცენტრების სქემას.