
მთავარი არხის დამფუძნებელი გიორგი რურუა ადასტურებს, რომ ვერაზე დაჭრილი ყოფილი პოლიციელი ის პირია, რომელმაც მას იარაღი ჩაუდო. როგორც გიორგი რურუა ყვება, ბექა მახარაძეა მან პირველად დაკავებისას, შემდეგ კი სასამართლო პროცესზე ნახა.
გიორგი რურუა იხსენებს, რომ მისი საქმის მთავარმა მოწმემ ციხეშ ყოფნისას ბოდიშიც კი შეუთვალა. მაშინ ბექა მახარაძემ დაადასტურა, რომ ის დავალებას ასრულებდა.
"ეს ბიჭი ერთხელ ვნახე დაკავების დღეს და მეორედ სასამართლოზე ცრუ ჩვენებას რომ უყვებოდა. ერთხელ შემომითვალა ციხეში, რომ რა ვქნა ჩემი ბრალი არ არის, პატარა კაცი ვარო, მე არაფერ შუაში ვარ თავს იმართლებდა. მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ასეთ პოლიციელებს დღეს დანაშაულს ჩაადებინებს სისტემა და ხვალ და ზეგ გააგდებს გაწირავს მოსაკლავადაც გაიმეტებს და იქ რა მოხდა ღმერთმა უწყის",-თქვა გიორგი რურუამ.
თავდასხმა შანიძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. ბექა მახარაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: