"მთავარის" ინფორმაციით, ბექა მახარაძე, რომელიც ვერაზე გასულ ღამეს დაჭრეს შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. მან გომელაურის უწყება ერთი წლის წინ დატოვა.
მახარაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 33 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
რაც შეეხება მომხდარს - დაპირისპირება, რასაც სროლა და დაჭრა მოჰყვა, შანიძის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ვინ და რატომ დაჭრა მახარაძე, დეტალები უცნობია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებაში ორი პირი მონაწილეობდა. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დამნაშავეს პოლიცია ამ ეძებს.
იხილეთ ასევე: