თბილისში, შანიძის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ექსპერტ-კრიმინალისტები დაშავებულის, ბექა მახარაძის კუთვნილ ავტომობილში ნივთმტკიცებებს ეძებენ.
როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილიდან 15 მასრაა ამოღებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი დაპირისპირების მიზეზი მათთვის უცნობია.
"საშინელი ხმა იყო სროლის. გამოვიძახე სასწრაფო, ერთი ადამიანი იყო დაჭრილი. მეზობელი იძახდა, მანამდე რაღაც ჩოჩქოლი იყოო, ეგ არ მესმოდა, მაგრამ სროლა იყო საშინელი. ძალიან ბევრი გასროლის ხმა იყო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თავდასხმა შანიძის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. ბექა მახარაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
ამავე თემაზე: