
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში ორით გაიზარდა და ამ დროისათვის ჯამში 921 გახდა.
ერთი პაციენტით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და საერთო რაოდენობა 781-ს შეადგენს.
ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ინფიცირებულები სომხეთიდან შემოსული ტრაილერის მძღოლები არიან.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.