"ცემა-ცემით წამიყვანა, რა ფეხები უნდა მომჭამოო"- გორში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

გორის მცხოვრები ვალერი ტეტუნაშვილი პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ტეტუნაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე პოლიციელი მას ღამის საათებში, ყოველგვარი საფუძველის გარეშე თავს დაესხა და ძალის გამოყენებით, გამოგონილი მიზეზით დააკავა.

საქმე ეხება 17 აპრილს, კომბინატის დასახლებაში მომხდარ ინციდენტს, რაზეც გამოძიება დაკავებულის წინააღმდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის  გაწევის მუხლით დაიწყო თუმცა, რამდენიმე დღის წინ გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.  

ცემა-ცემით წამიყვანა, დამადო ბორკილები  ამიყვანა სამორიგეოში და შემოყვანა ოთახში, სადაც ვიდეოკამერები არ იყო...დამახეთქა. ადრეც რო დაგაკავე რა ფეხები უნდა მომჭამოო" - ამბობს ტეტუნაშვილი

ტეტუნაშვილი მოძალადე პოლიციელების დასჯას მოითხოვს. მან ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, უკვე მიაწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი