10 გასროლა და 2 დაჭრილი - რა მოხდა ვაკეში?

გამოქვეყნდა:

დაახლოებით 1 საათის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, ცეცხლი "მერსედესის" მარკის ავტომობილს გაუხსნეს - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი მამაკაცი. დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისათვის მათ გამოკვლევები უტარდებათ. 

"სასწრაფომ გადაიყვანა. დაჭრილები გონზე იყვნენ, არც ერთი არ იყო შოკურ მდგომარეობაში. დახმარებას ითხოვდნენ. მეტი არაფერი უხსენებიათ",- ამბობენ თვითმხილველები. 

არაოფიციალური ინფორმაციით, "მერსედესს" ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ის შუქნიშანზე იყო გაჩერებული. თვითმხილველებმა 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს - "2 ბიჭი დაჭრეს და გაიქცნენ... ბევრი გასროლის ხმა იყო",- ამბობენ ისინი. 

ფალიაშვილი -არაყიშვილის კვეთაზე მობილიზებულია პოლიცია, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. მათ უკვე დაიწყეს ნივთმტკიცებების დანომვრა, ადგილზეა ცეცხლსასროლი იარაღის მასრები. 

შსს-ს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი