შესაძლო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანთან სახელმწიფო ინსპექტორი შევა, რომელიც პირადად გადაამოწმებს მოზარდის მდგომარეობას.
დაკავებული არასრულწლოვანი და მისი ოჯახი სამართალდამცველებს დაკითხვის დროს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
არასრულწლოვნის მშობელმა სახელმწიფო ინსპექტორს დღეს თავადაც მიაწოდა ინფორმაცია. მამა ამბობს, რომ სასურველი ჩევენების მისაღებად პოლიციის მაღალჩინოსანი მის შვილს ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო და ამ ფატქს თავადაც შეესწრო:
ვინაიდან მე ამ სამსახურს ვენდობი, ვუთხარი რა ძალადობა განხორციელდა ჩემი შვილის მიმართ. სიტყვიერი და ფიზიკური... იქვე არ გამომითქვამს იმიტომ, რომ შემეშინდა უფრო მეტი ზიანი არ მიეყენებინათ ჩემი შვილისთვის - ამბობს არასრულწლოვანის მამა