მკვლელობა შურისძიების მოტივით | გარდაბანში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა 

გამოქვეყნდა:

გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ი.კ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით რ.მ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რომელიც, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანების მიღების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა",- ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა  ბრალდებული 27 მაისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი