"ეს არის ზეწოლა" - ხათუნა სამნიძე ფეისბუქ-კომენტარის გამო სასამართლოში გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

სუს-ი არამხოლოდ საჯარო განცხადებებს და ფეისბუქ-პოსტებს, უკვე თქვენს კომენტარებსაც აკონტროლებს. სწორედ სოციალურ ქსელში, ფეისბუქ-პოსტის ქვეშ გაკეთებული კომენტარის გამო დაიბარეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ხათუნა სამნიძე ლილუაშვილის უწყების ნაცვლად დღეს საქალაქო სასამართლოში მივიდა და გამოძიების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. დაკითხვა, სადაც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს განმარტებები საკუთარი მოსაზრების გამო მოსთხოვეს, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ხათუნა სამნიძის თქმით, ეს პოლიტიკური დევნაა, რომ კრიტიკული აზრები აღარ გამოთქვან. 

რატომ ვარ ამ საქმეში მოწმის სტატუსით, ახლაც გაუგებარია ჩემთვის, ანუ რისი მოწმე შეიძლება ვყოფილიყავი. შეკითხვები იყო ჩემს ფეისბუქ-კომენტარებზე. თითოეულ მათგანზე და მთავარი შეკიტხვა იყო, ვისგან მაქვს კონკრეტულად ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, ყალბდებოდეს კოვიდის დიაგნოზები. ეს არ არის გამოძიება. ეს არის ზეწოლა და გაფრთხილება მთელი საზოგადოებისთვის, რომ ვინც კომენტარებით იქნება ფეისბუქზე, სტატუსებით თუ საჯარო განცხადებებით, ეჭვს შეიტანს ჩვენში, სახელმწიფო მოხელეებში, ჩვენს საქმეებში, ყველას წინააღმდეგ ამუშავდება სახელმწიფო მანქანა, პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც თავად ხდება სამწუხაროდ საფრთხე ამ ქვეყნისთვის იმიტომ რომ ემორჩილება ერთ ადამიანს და არ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ საქმეს არავითარი კავშირი ქვეყნის უსაფრთხოებასთან არ აქვს, - ამბობს სამნიძე. 

ხათუნა სამნიძის ფეისბუქ-კომენტარი "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელზეც გამოძიება სუს-მა საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ამავე საქმეზე დაკითხვების სერია უკვე მესამე დღეა, ლილუაშვილის უწყებაშიც გრძელდება, სადაც ამჯერად სიუჟეტის რესპონდენტის ოჯახის წევრები დაიბარეს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი