გორში, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი გაძარცვეს. ჯარისკაცების მონუმენტებს ლითონის ხმლები მოპარეს. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. გომელაურის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
8 მებრძოლის მონუმენტი გორის ციხის ძირში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ არის განთავსებული, იქამდე კი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავის მოპირდაპირე მხარეს იდგა.