პოლიციამ ორთაჭალაში, ძმები კაკულიების საცხოვრებელ კორპუსთან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

გამოქვეყნდა:

ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებული ძმები კაკულიები ორთაჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

კორპუსი, სავარაუდოდ, სპეციალურად იყო შერჩეული რადგან მას არცერთი გარე კამერა არ აქვს. 

კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები კითხავდნენ მიმდებარე ობიექტებზე დასაქმებულ პირებს, მათ სავარაუდოდ, აინტერესებდათ რამდენი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ადგილზე ძმები. 

უცნობია როგორ მოახერხეს კაკულიებმა საზღვრის გადმოკვეთა. ბოლო ცნობებით, ისინი სომხეთში იმყოფებოდნენ. 

გუგა და დათა კაკულიები ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები. შსს მათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

"მთავარის" ინფორმაციით, ისინი არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო არიან დაკავებულები.

წარსულში არსებობდა ვერსია, რომ ძმები კაკულიები იყვნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები, თუმცა ოფიციალურად ეს ვერსია არ დადასტურებულა. ცნობისთვის, ძმები კაკულიები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან.

ავტორი: გუგა მაისურაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი