სამგორში, სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭი დაჭრეს - მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები და დაპირისპირება სკოლის მიმდებარედ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადებს, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.