19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ მდგომარეობას. ცხედრის პოვნიდან ერთი კვირის თავზეც კი პოლიცია ვერ ან არ ამბობს მოკლეს თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ 18 ივნისს ახლაგაზრდებმა ნარეკვავის აგარკზე იჩხუბეს, ვიღაცებს საქმის გასარჩევად დაუძახეს, მერე ცემა-ტყეპა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში გადავიდა და ბოლოს 19 წლის ახალგაზრდა ძალიან საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. დაკავებების სერია კი სამართალდამცველებმა მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ დაიწყეს. სავარაუდო დამნაშავეებს მთელი კვირა ჰქონდათ - ჩვენებები შეეჯერებინათ, მოწმეები გაეჩუმებინათ და სამხილები გაექროთ.
საბა გოგშელიძე 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მე-18 ახალგაზრდაა. რა ნაწილში გამოკვეთა გამოძიებამ მისი ბრალეულობა ჯერ უცნობია თუმცა დადასტურებულია, რომ ის საბედისწერო დაბადების დღეზე საბურთლოს ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
18 ახალგაზრდის დაკავების, 50-ზე მეტი მოწმის დაკითხვის, არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისა და ექსპერტიზების მიუხედავად, ამ დრომდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა. რა გახდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ფეხბურთელი. ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხი ჯერ არ აქვს დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც საქმეში ოჯახის თხოვნით ჩაერთო.
რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები ახალგზარდა ფეხბურთელმა ამ შეკითხვას პასუხი ექსპერტიზამ საბოლოო დასკნით უნდა უნდა გასცეს. ასევე უნდა დაადგინოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - 19 წლის შაქარაშვილი წყალში ცოცხალი ჩავარდა თუ უკვე გარდაცვლილი ჩაგდეს.
ექსპერტიზის დასკვნამდე, როგორც ჩანს ამ მთავარ შეკითხვებზე პასუხსაც დააგვიანდება. ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ მომხდარ დაპირისპირებებზე და ძალადობაზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით სამართალდამცავებს არც ის უთქვამთ, თუნდაც ხიდის ეპიზოდში, რომელშიც შაქარაშვილის რამდენიმე მეგობარი, წვეულების ზოგიერთი სტუმარი და თბილისიდან საგანგებოდ ჩაყვანილი მორაგბეები მონაწილეობდნენ, იყო თუ არა თავად ფეხბურთელი და სცემეს თუ არა მას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უცნობი მანქანის დადევნების შემდეგ შაქარაშვილი გაიქცა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
დაღუპული ფეხბურთელის ახლობელს საქმესთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვს. ნიკა ჯაჭვაძისთვის ამ დრომდე გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა 19 წლის შაქარაშვილი მდინარე არაგვში. ჩხუბის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით თან იმ პირობებში, როცა მან ტერიტორია კარგად იცოდა.
ახლობლებისთვის საეჭვოა კიდევ ერთი საკითხი. გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა, რომელიც მაშველებმა ხიდის ქვეშ შეკრული იყოვეს.
ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და მთლიანი სურათის აღდგენა გამოძიების ვალდებულებაა. თუმცა ფაქტია მთავარ კითხვებზე პასუხები ფეხბურთელის გაუჩინარებიდან ცხრა დღის შემდეგაც არ არსებობს. საზოგადოებისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ხიდის ეპიზოდში მონაწილე ახალგაზრდებიდან უმეტესობა დაკავებულია, რამდენიმე კი დაზარალებული.
ვახო ახვლედიანს რომელმაც თავისა და ცხვირის არეში დაზიანებები იქ მიიღო, დაზარალებულად დღეს ცნეს. ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ არ იცის რა დაარტყეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა დარწმუნებულია, რომ თბილისიდან საგანგებოდ აყვანილი მორაგბეები იქ არა სიტუაციის გასანეიტრალაბლად, არამედ კონკრეტული ახალგაზრდების დასასჯელად ავიდნენ.
ინცინდენტი კი, რომლის გამოც მორაგბეებს დასახმარებლად დაუძახეს, იმ სახლში მოხდა, სადაც დაბადების დღის წვეულება მიმდინარეონდა. როგორც ირკვევა ახალგაზრდებმა ნარეკვავის აგარაკზე შეკრება საღამოს შვიდი საათიდან. პირველი უთანხმოება კი უფრო გვიან იმ დროს მოხდა, როცა აგარაკზე საბურთალოელების ჯგუფი დიჯეისთან ერთად ავიდა.
პირველი ჩხუბის შემდეგ სტუმრების ნაწილი თბილისში დაბრუნდა. მათ შორის იყო დაკავებული საბა ჩხარტიშვილი მეგობრებთან ერთად. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი დაძაბულობას გამოერიდნენ და წვეულება თბილისში გააგრძელეს.
ახალგაზრდების უმეტესობა, მათ შორის გიორგი შაქარაშვილი, აგარაკზე მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ ავტომობილებში ადგილი აღარ იყო, ტაქსი არ მივიდა, რადგან პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების გამო ორზე მეტი ახალგაზრდა არ ჩაისვა. ამიტომ ავტობანზე ფეხით გადმოვიდნენ იმ იმედით, რომ ავტოსტოპზე ვინმე გაუჩერებდათ.
მაგისტრალზე კი, როგორც გაირკვა, თბილისიდან ჩამოყვანილი მორაგბეები დაეწივნენ. ვინ დაუძახა ან ჩაიყვანა სპორტსმენები დასახმარებლად უცნობია. ამ დეტალებზე არც მათი ადვოკატები საუბრობენ.
ეს არასრული სურათია 18 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების. შეკითხვები საქმის ირგვლივ კიდევ ბევრია, რომელზე პასუხიც დაბადების დღეზე მყოფმა ახალგაზრდებმა და გამოძიებამ უნდა გასვეს.