დაჭრილი მოსწავლე თბილისში - არსებული ინფორმაციით, ჩხუბში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა

გამოქვეყნდა:

სამგორში 15 წლის ბიჭის დაჭრასთან დაკავშირებით მთავარი არხისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ცნობილია, დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე შუადღის 2:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი სკოლის მიმდებარედ გაგრძელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაახლოებით 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

შემთხვევა კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მოხდა, 15 წლის მოზარდს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის გამოკითხვები მიმდინარეობს პოლიციაში, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი