ქუთაისში პოლიციის დღე კრიმინალებმა აღნიშნეს. ქალაქის მასშტაბით ერთ ღამეში ათამდე მაღაზიაა გაქურდული. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სასურსათო ობიექტებიდან თანხა და სხვადასხვა ნივთები წაიღეს, ასევე წაღებულია სიგარეტები. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.