ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შუახნის ასაკის კაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კვლევები უტარდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.