შაქარაშვილის საქმე - დაკავებულების პროცესი ხვალ, 09:30-ზე ჩაინიშნა, ადვოკატების ნაწილს კი საქმის მასალები ამ დრომდე არ მიუღია

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ, 09:30 საათზეა ჩანიშნული. ამის შესახებ "შაბათის მთავარის" ეთერში, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ განაცხადა. მან პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალები სრულად რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

მტკიცებულებები, რომლებიც გადმომცეს, ახლა უკვე გადმომცეს სრულად, მაგრამ საკმაოდ გვიან, ვინაიდან ხვალ 09:30-ზე არის ჩანიშნული სასამართლო. ბუნებრივია, ათი ტომი არის და დაცვის უფლება უნდა განვახორციელოთ მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ პერიოდიდან, როცა მთელი დღე, უკვე გვიანი საღამოა და ვარ აქ, რამდენად მოახერხებს ნებისმიერი ადვოკატი გაეცნოს საქმეს და ხვალ სრულყოფილად გაუწიოს ოპონირება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლის შესაბამისადაც იქნება აღკვეთის ღონისძიება განხილული, თქვენთვის მომინდია. დავინახე რომ იყო ორი ადვოკატი რომელიც პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ მე პირადად, გადმომცეს. გვიან, მაგრამ გადმომცეს, - ამბობს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი ადვოკატი, რომლისთვისაც საქმის მასალები ამ დრომდე არ გადაუციათ, რაგბისტების უფლებადამცველი ვასილ მამულაშვილია. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 18 პირია დაკავებული. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი