"იარაღები არ არის შედარებული იქ გასროლილ მასრებთან, დაზარალებულები გამოკითხულები არ არიან" - ძმები კაკულიების ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ბრალდებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, ბრალდებულები მათთვის წარდგენილ არც ერთ ბრალს არ აღიარებენ.

"არ ცნობენ წარდგენილ არც ერთ დანაშაულში თავს დამნაშავედ. ბრალის დამძიმებას ნიკო კვარაცხელიას ეპიზოდში მე პირადად გამოვრიცხავ. რაც შეეხება ბრალის ფორმულირებას, არის ვაკის ეპიზოდი, არის მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, საზღვრის უკანონო კვეთა. რაც არის წარმოდგენილი დღევანდელი მდგომარეობით დასკვნა, არ არის შედარებული აღნიშნული იარაღები იქ გასროლილ მასრებთან. დაზარალებულები არ არიან გამოკითხულები და ოპერატიული ინფორმაცია აქვთ პატაკის სახით მიღებული, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ დანაშაული ჩადენილი",- ამბობს ადვოკატი. 

ძმებ კაკულიებს საქართველოს პროკურატურამ სამი მუხლით წაუყენა ბრალი: საზღვრის უკანონო კვეთა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი