დანასთან შეხება არ ჰქონია - 15 წლის ბიჭის დაჭრისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

გამოქვეყნდა:

15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მას სახელმწიფო ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობები დაკავებულმა მიაყენა, თუმცა მისი ადვოკატის ამბობს,რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"როგორც გამოძიება ამბობს, იგეგმება უახლოეს პერიოდში ბრალის წარდგენა. [...] ამ ბავშვს არანაირი შეხება დანაშაულთან, დანასთან და სხეულის დაზიანებასთან არ ჰქონია. ჩვენი ვარაუდით ეს უნდა იყოს გარკვეული გაუგებრობა. მე მას ვესაუბრე, ვერ იგებს რისთვის არის დაკავებული და გაკვირვებულია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი გაირკვევა ძალიან მალე", - თქვა ადვოკატმა.

სისხლიანი გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონფლიქტში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. მოზარდი 31 მაისს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი