ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი