ძმებ კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

ძმებ კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე, გირაოს ითხოვდა.

ძმები კაკულიები თბილისში, 30 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას სამი მუხლით წაუყენა ბრალი. საგამოძიებო უწყება მათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი