მოსამართლემ აჭარის საპატრულოს ხელმძღვანელები გამოკითხა - 6 მაისს დაკავებულების მორიგი ხმაურიანი პროცესი

გამოქვეყნდა:

ბათუმში 6 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

დღეს მოსამართლემ, ალექსანდრე გოგუაძემ მოწმის სახით აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები და პოლიციელები გამოკითხა. დარბაზში ხმაური საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით მაღრაძის ჩვენებას მოჰყვა. დაცვის მხარე მისგან დაზუსტებას მოითხოვდა, რა კანონდარღვევისთვის დააკავეს აქციის მონაწილეები.

მათ შორის ერთ-ერთის, ოპოზიციის ლიდერ გიორგი კირთაძის დაკავების ოქმში წერია, რომ ის იგინებოდა და არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.

მათი მტკიცებით, დავით მაღრაძე და მისი მოადგილე დღეს ტყუილში გამოიჭირა და ახლა როგორც ამბობენ, სიმართლის დადგენა მოსამართლეზეა დამოკიდებული. 

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ბათუმში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა და რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კირთაძე.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი