სავარაუდო სექსუალური ძალადობა მოზარდზე - არსებული ინფორმაციით, არსებობს ოქროს მოწმე, რომელმაც პოლიციას ჩვენება უკვე მისცა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ოქროს მოწმე 11 წლის მოზარდი, რომელიც თავის ჩვენებაში შიდა ქართლში მომხდარი ისტორიის გამაოგნებელ დეტალებს ყვება - უმძიმესი ბრალდებით დაკავებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ერთი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა თანასოფლელ ბიჭზე, ამბის გასაჯაროების შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდა. 
ერთ წლიანი დუმილის შემდეგ ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ. 
დაკავებულ მამაკაცს ბრალს რამდენიმე საათში წარუდგენენ, დანიშნულია ექსპერტიზაც, რომელმაც საბოლოოდ უნდა თქვას, არის  თუ არა 11 წლის ბიჭი სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი