"უდანაშაულო კაცი ციხეშია და დამნაშავეები გარეთ დადიან" | საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი დღეს გორში საპროტესტო აქციას გამართავს და ბურუსით მოცულ საქმესთან დაკავშირებით ახალ, აქამდე უცნობ დეტალებს გააჟღერებს.

18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს ხელთუბანი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიას რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ბიჭს, ავტომანქანამ "შემთხვევით გადაუარა", არ ენდობა ოჯახი, რომელიც ამტკიცებს, რომ თორნიკე მოკლეს, გამოძიება კი დამნაშავეებს მფარველობს.

"ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას და არაფერი არ არის არც გამოუძიებელი. უდანაშაულო კაცი ზის ციხეში და დამნაშავეები გარეთ დადიან. ყველაფერს ვიტყვი, როგორ გააყალბეს, ამაში პროკურატურა როგორ არის ჩართული და სამინისტროს ხალხი. ექსპერტიზის დასკვნაა იქ კიდევ ყალბი. იმ ექსპერტის დაკავებას ვითხოვ, ან დროებით უფლებამოსილება შეუჩერეთ-მეთქი. არც დაზარალებულად მცნეს. არავითარი რეაგირება არ არის“, - ამბობს გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი