რკინის ხელკეტები შაქარაშვილის საქმეში - პროკურატურის სკანდალური განცხადება

გამოქვეყნდა:

რკინის ხელკეტები შაქარაშვილის საქმეში - საქართველოს პროკურატურა სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მართლაც ფიგურირებს ის ხელკეტები, რომელთან დაკავშირებითაც აქამდე მხოლოდ არაოფიციალურად საუბრობდნენ. პროკურატურა პირველია, ვინც საქმეში რკინის ხელკეტების არსებობა დაადასტურა.

ვ.ჩ-ს TOYOTA CAMRY-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ. ავტომობილში – თავად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ., რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

დღესვე, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვიდეოკადრებიც გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 18 პირია დაკავებული. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 09:30 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურამ სასამართლოს მათი დაკავების შუამდგომლობით უკვე მიმართა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი