კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით გარდაცვილილ მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკაში შეყვანის პირველივე დღიდან მძიმე მდგომარეობაში იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ამის შესახებ "მთავარს" მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა. 

ლიკა მუმლაძის თქმით, მამაკაცს გულისა და თირკმლის უკმარისობა და სხვა ბევრი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში 14 ივნისს შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და ის ახალქალაქის მკვიდრია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვალების მე-15 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი