
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებული 3 პირი, მხილებულია 2.
პოლიციამ მესტიის ერთ-ერთ სოფელში 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. დააკავა, მარტვილში 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ.. ქუთაისში კი 1998 წელს დაბადებული მ.ხ.
კასპში 1954 წელს დაბადებული რ.ე. და 1967 წელს დაბადებული ი.გ., სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ამხილეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.