მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადა.
მოსამართლემ ამით პროკურატურის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, რომელიც ყველა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო ღონისძიებას ითხოვდა დატოვა.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე, ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობდნენ
და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმებოდნენ.