კორონავირუსის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში - 52 წლის ქალს, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში სანიტრად მუშაობს, კოვიდ-19 დაუდასტურდა. განმეორებითი ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს მიიღეს.
ინფიცირებული სანიტარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხიდანაა. ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებული ქალის ოჯახის ხუთ წევრს აუღეს ანალიზი, რომელიც უკვე გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. სოფელ მეტეხში მცხოვრები ხუთი პირი კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
დღეს შიდა ქართლიდან კოვიდ-19-ზე ლუგარის ლაბორატორიაში სულ 42 ნიმუში გაიგზავნა.