ცხოვრება კიდევ გაძვირდა - საქსტატის განახლებული მონაცემები

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება, რასაც საქსტატის განახლებული მონაცემები ადასტურებს. მხოლოდ მაისში 20%-ით მოიმატა ფასებმა პროდუქტებზე, რომელიც სამომხმარებლო კალათის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 

მოსახლეობის საშუალო და დაბალი ფენა კვლავ მძიმე არჩევანის წინაშე დგას - საკვები, თუ მედიკამენტები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. 

ამას ემატება გაზრდილი კომუნალური გადასახადები და გაორმაგებული სატრანსპორტო ტარიფი. ასეთია ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას სთავაზობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი