მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები სასამართლო პროცესი უკვე ხუთ საათზე მეტია მიმდინარეობს.
მოსამართლე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდების მხარე ყველა დაკავებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ იზიარებს და დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობს.
სხდომის დასაწყისში ადვოკატებმა მოსამართლის აცილება და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა არც ერთი ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა
როგორც ერთ ერთი ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბოვბს, მას აქვს განცდა, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული. მისივე თქმით, სასამართლო პოლიტიზირებულია:
პოლიტიკის ნაწილია და სამართლებრივი ნაწილი არ არის ...ყველანი ციხეში, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება არანაირ სამართლებრივ სტანდატს და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება...მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში - განაცხადა ლექსო კობაიძემ
გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე წარუდგინა.