"არ გვიძალადია" | კასპის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ჟურნალისტებზე იძალადა, ისევ თანამდებობაზე რჩება

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელმაც კასპის საკრებულოში ჟურნალისტებს სადამსჯელო ღონისძიება მოუწყო, ისევ პოლიციის უფროსის თანამდებობაზე რჩება.

იმის მიუხედავად, რომ გიორგი ჩოქური მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მთავარი ფიგურანტია, ის პოსტს ინარჩუნებს და გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილება არ შეჩერებია.

მოძალადე ჩინოვნიკი არ პასუხობს "მთავარის" კითხვას - გამოკითხეს თუ არა ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მან მხოლოდ ის თქვა, რომ "არ უძალადიათ".

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოს საჯარო სხდომაზე პოლიციამ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ჟურნალისტებს სხდომის გაშუქების საშუალება არ მისცა. მედიის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აპარატურა დაუზიანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი