25 გასროლა არაყიშვილის ქუჩაზე | "მთავარის" ექსკლუზიური კადრები ძმებ კაკულიების საქმეზე და "ოქროს მოწმის" ჩვენება 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ექსკლუზიური კადრები - 25 გასროლა, არაყიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც 2 ახალგაზრდა დაიჭრა, ადგილზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. "მთავარი არხის" მეირ მოპოვებულ კადრებში, კარგად ჩანს გასროლის მომენტი და ორი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელთა მთავარი სამიზნე სერგო ქურთიაშვილია.  

მომხდარიდან ზუსტად 2 დღეში, სამართალდამცველები, კონსპირაციულ ბინაში აკავებენ ძმებ კაკულიებს - ე.წ. კანონიერი ქურდის, დათო თბილისკის შვილებს, რომლებიც საქართველოში სომხეთიდან, არალეგალურად შემოვიდნენ, თუმცა არავინ იცის რამდენი ხანი იმყოფებოდნენ თბილისში ძმები, ვისი სახელიც ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან მკვლელობას უკავშირდება

სწორედ კაკულიების გვარი ფიგურირებს, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში - ისინი დამკვეთებად სახელდებიან, თუმცა ამ ორ საქმეს, კაკულიების გვარის გარდა, ნიკო კვარაცხელიას საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ბუსა ჟვანიაც აერთიანებს. სწორედ ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილს ეკუთვნოდა მანქანა, რომლითაც კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები სომხეთში გადავიდნენ, ახლა კი ბუსა ჟვანიას ეკუთვნის კაკულიას ჩანთიდან ამოღებული ზიგზაურის ტიპის იარაღი, რომელიც გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას სახელზეა გაფორმებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი