"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ორივე ჩამომსხმელი ქარხნის სრულ პიკეტს იწყებენ

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრულმასშტაბიან პიკეტს დაიწყებენ. 400 გაფიცული თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვს.

თანამშრომლები პასუხისმგებლობას დირექციასა და საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

"მოხდება პირველი და მეორე ქარხნის სრული პიკეტირება, აქ არის ოთხი შესასვლელი, ოთხივე შესასვლელზე იქნება 400 გაფიცული. ამ ადამიანებს არ მიუღიათ ანაზღაურება უკვე მეორე თვეა და კომპანია სპეციალურად აკეთებს ამას, რომ დასაქმებულები დაითანხმოს კაბალურ პირობებზე. გაათავისუფლეს უკანონოდ 50 დასაქმებული. 

არაერთხელ გავაფრთხილეთ როგორც IDS ბორჯომი ასევე საქართველოს ხელისუფლება და პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს იქნება როგორც "ბორჯომის" ასევე საქართველოს ხელისუფლების, რომელმაც არაფერი გააკეთა დეესკალაციისთვის", - ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე 

შეგახსენებთ, კომპანია "ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულები მაისის ბოლოს გაიფიცნენ. ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა პარალიზებულია.  

29 აპრილს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესს. მიზეზად ომი და მიმდინარე სანქციები დასახელდა. 5 მაისს "ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი