სანქციების გამო, "IDS ბორჯომი" წარმოებას დროებით აჩერებს

გამოქვეყნდა:

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" მიმდინარე წლის 29 პრილიდან დროებით აჩერებს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესს. კომპანიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია.

"გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტის დიდი ნაწილს რუსეთის ერთ-ერთი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი "ალფა ჯგუფი" ფლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი