არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" აცხადებს, ბოლო 5 წლის მანძილზე პირველი ინსტანციის სასამართლოებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე ჯამში 11 საქმეზე 19 პირის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა არცერთის მიმართ რეალური საპატიმრო სასჯელი არ გამოუყენებიათ.
გამონაკლისი, მხოლოდ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღმოჩნდა.
ორგანიზაციას ეს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებული სტატისტიკის მიხედვით აქვს.
ცნობისთვის, სსკ-ს 220-ე მუხლით ბრალდებულ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენით 3 წლისა და 6 თვის ვადით, თავისუფლების აღკვეთა შეეფერდა.