"არცერთი ახალი კადრი არ აგვიყვანია" - კომპანია "ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. განცხადებაში აღნიშნულია, კომპანიას არცერთი ახალი თანამშრომელი არ აუყვანია.

მათივე ცნობით, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, უპირველესად ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული.

"როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული", - აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ცნობისთვის, გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, მუშების დამატება საქართველოს სხვა ქალაქებიდან და რუსეთიდანაც იგეგმება.  

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი