ბორჯომის ქარხნის ორივე შესასვლელი პიკეტირებულია | ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ბორჯომის 400 გაფიცულ თანამშრომელს ორივე ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვს - 3 საათზე მეტია, რაც ჩამომსხმელი ქარხნები სრულად პარალიზებულია.

გაფიცულები ამ დროისთვის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. ისინი კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც სხვა დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან. 

"გვაქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, ადმინისტრაციასთან კომუნიკაციამ შედეგი ვერ გამოიღო, ისინი ფიქრობენ, რომ ცალმხრივად მოაგვარებენ სიტუაციას და არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს",- ამბობს გაფიცული თანამშრომელი. 

ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. საგანგებო მობილიზება აქვს გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. გაფიცულ მუშებს პიკეტის მოსახსნელად დრო მისცეს. ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება: დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ხელმძღვანელი. 

"ეს გაფიცვის მე-7 დღეა და ჩვენ გავაგრძელებთ გაფიცვას მშვიდობიანად. ადმინისტრაციის ნაწილი გადმოვიდა ჩვენ მხარეს, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირი 4-5 ადამიანი (ტოპ-მენეჯმეტი) შევიდა და ჩვენ არ დაგვიშლია. არის ინფორმაცია, რომ " IDS ბორჯომი -საქართველოს" ადმინისტრაცია აშინებს, ემუქრება დასაქმებულებს, თუ არ შევლენ სამსახურს დაკარგავენ და პოლიციის ჩაბურულმინიანი შკოდებით ცდილობენ, შიგნით შეიყვანონ. მოვუწოდებთ დაინტერესდნენ იმ ადამიანების მიმართ მუქარით, რომლებსაც აიძულებენ, შევიდნენ ჩაბურულმინიანი შკოდებით, თუ ეს სიმართლეა",- ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე. 

გაფიცული თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვს.კომპანიაში დასაქმებულებს 2 თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ. 

შეგახსენებთ, კომპანია "ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულები მაისის ბოლოს გაიფიცნენ. ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა პარალიზებულია.  

29 აპრილს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველომ" განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესს. მიზეზად ომი და მიმდინარე სანქციები დასახელდა. 5 მაისს "ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი