"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
მურადაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ, რუსთავი 2-თვის მოთხოვნილ კომპენსაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ შესაბამის პასუხს ვერ მიიღებენ დავა ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.
"დავა არ გაგრძელდება აქაურ სასამართლოში, რომელსაც კლანი მართავს, არამედ გაგრძელდება ბრიტანეთის, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან ხელშეკრულების თანახმად, ამგვარი დავის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქცია და განმხილველი სასამართლო უნდა ყოფილიყო ბრიტანეთში, ამიტომ თუ რუსთავი 2 არ გადაიხდის, დავა გადაინაცვლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ",- ამბობს თამთა მურადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია კომპენსაციას ითხოვს - საუბარია 5 მილიონ დოლარზე. უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის დირექტორობიდან გათავისუფლებით, სასამსახურო ხელშეკრულება უხეშად დაარღვია. კერძოდ, დაირღვა ვადები - ხელშეკრულების თანახმად, მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალული იყო, ხალვაშმა კი ნიკა გვარამია 2019 წელს, ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებისთანავე გაუშვა.
ავტორი: ნატალია ჯახუტაშვილი
იხილეთ ასევე: