რ2-ს ნიკა გვარამიასთვის 5 მილიონის კომპენსაცია აქვს გადასახდელი - ტელეკომპანიაში წერილი უკვე გაიგზავნა, პასუხი სავარაუდოდ ორშაბათს იქნება ცნობილი

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას ადვოკატებმა ტელეკომპანია რუსთავი-2 ში წერილი უკვე გაგზავნეს, თუმცა კომპანიის დირექტორს, პაატა სალიას ჯერ არ მიუღია. პასუხი სავარაუდოდ ორშაბათს იქნება ცნობილი.

ნიკა გვარამია კომპენსაციას ითხოვს - საუბარია 5 მილიონ დოლარზე. ამის შესახებ განცხადება დღეს მისმა ადვოკატმა გააკეთა. დიტო საძაგლიშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის დირექტორობიდან  გათავისუფლებით სასამსახურო ხელშეკრულება უხეშად დაარღვია. კერძოდ, დაირღვა ვადები - ხელშეკრულების თანახმად, მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალული იყო, ხალვაშმა კი ნიკა გვარამია 2019 წელს, ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებისთანავე გაუშვა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი