"მთავარის" ინფორმაციით, გუშინ ევროკავშირის ოფისთან დაკავებულები დღის ბოლოს გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ოფისთან ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე გუშინ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. "მთავარის" ინფორმაციით, დღის ბოლოს ისინი გაათავისუფლეს. რის საფუძველზე მოხდა მათი გაშვება - უცნობია.

"მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი გათავისუფლება არც დაუდასტურეს, არც უარყვეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ სამართალდამცავები და ხელისუფლება ლოიალურია და ქმედებებისთვის, რომლისთვისაც მათ იჭერენ, ჰომოფობები ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მათი აზრით, ეს სხვა ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას ემსახურება.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის ოფისთან პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე გაჟღერთდა ევროკავშირის დროშის დაწვის მოწოდება. ადმინისტრაციული წესით ჯამში 7 პირი დააკავეს.

ფოტო: დათო შალიკაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი