ხანმოკლე თავისუფლება დასრულებულია. დაკავებულია პატიმარი, რომელიც ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებს საქალაქო სასამართლოდან გაექცათ. ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში დამატებითი დანაყოფები გადაისროლა. 

პატიმარი, რომელიც სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებისთვის გადაიყვანეს, ისნის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლების ზედმხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობის საკითხზე უნდა ემსჯელა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ის უკვე გაქცეული იყო.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი