
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 41 წლის ზურაბ კოვალენკო მოკლეს. მკვლელობა სოფელ პატარძეულში მოხდა. კოვალენკოს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რვაჯერ ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, კოვალენკოს საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლის ძმამ ესროლა, თუმცა გამოძიებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი