დღეს კორონა ვირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 926 ადამიანია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. განახლებული ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, პაციენტები სატვირთო მანქანის მძღოლები არიან. 

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 926 ადამიანია ინფიცირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 794, გარდაცვლილია სულ 15 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 230 პაციენტი, კარანტინში კი - 2819.

კორონავირუსის სტატისტიკა:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 926
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 791
  • მათ შორის გარდაცვლილი - 15
  • კარანტინის რეჟიმში - 2819
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი