ჯავახიშვილის ქუჩაზე სროლისას 1 ადამიანი დაიჭრა - მას სავარაუდოდ, ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი

გამოქვეყნდა:

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლისას 1 ადამიანი დაიჭრა. 47 წლის კაცს "ლონდონის ბაღთან" ახლოს, სავარაუდოდ, ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში ან რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა ვინმე დაკავებული.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი