ბაღდათის სკოლის დირექტორის მხრიდან სავარაუდო ბულინგის შემდეგ, არასრულწლოვანმა სუიციდი სცადა

გამოქვეყნდა:

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, სკოლის დირექტორის მხრიდან მოსწავლის მიმართ სავარაუდო ბულინგის შემდეგ, არასრულწლოვანმა სუიციდი სცადა. ინფორმაციას ადვოკატი ლევან ჭელიძე ავრცელებს.

უფლებადამცველის თქმით, ფაქტზე პროკურატურის მიერ გამოძიება უკვე დაიწყო და არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნეს.

მოზარდის ოჯახი და ადვოკატი მოითხოვენ, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დირექტორს ბრალი წარედგინოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი